აირჩიეთ სასურველი დრო და ადგილი

მანქანის მიღება
მანქანის ჩაბარება

სრული დაზღვევა

ვმუშაობთ 24/7

დეპოზიტის გარეშე

წესები და პირობები

  • მანქანები დაზღვეულია სრული დაფარვით, რომელიც მოიცავს მანქანის ღირებულებას, მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობას (ფარავს 10,000$-მდე), მძღოლსა და მგზავრს (4,000$-მდე).
  • ნებისმიერი საგზაო შემთხვევისას მოიჯარე ვალდებულია დარეკოს მეიჯარეს, დაურეკოს სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე და დაუკავშირდეს პოლიციას შემთხვევის ადგილიდან ავტომობილის გადაადგილების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი საკუთარი ხარჯებით.
  • ავტომობილის მართვა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც B კატეგორიის მართვის გამოცდილება 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს (ასახულია მართვის მოწმობაში) და ამავე დროს არის 25 წლის ან მეტის.
  • გარბენი შეუზღუდავია.
  • ყველა მანქანას აქვს სათადარიგო საბურავი და ხელსაწყოები საბურავის გამოსაცვლელად.
  • საბურავის გაფუჭების შემთხვევაში საბურავის დაზიანებას დაზღვევა არ ფარავს.
  • მართვის წესების დარღვევის შემთხვევაში დაზღვევა არ მოქმედებს (წითელ შუქზე გზის გადაკვეთა, ერთი ან ორი უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა და ა.შ.).
  • საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ვაკონტროლოთ მანქანის მდებარეობა, სიჩქარე და ა.შ.
  • ომალოს (თუშეთი), როშკას, შატილის, ვაშლოვანისა და ახალციხე-ხულოს გზაზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია. მანქანის ამ გზებზე მოძრაობისას მეიჯარეს შეუძლია გააჩეროს მანქანა და ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება.
  • მანქანის დაბრუნებისას საწვავის დონე უნდა იყოს იგივე, რაც მიღებისას.
  • თქვენ შეგიძლიათ დააზუსტოთ ჩვენი დამატებითი სერვისების/აღჭურვილობის სია და შეკევეთაში დაამატოთ.

კონტაქტი

#
#
#

+995 555 53 52 22

info@prorent.ge

#7 Aleksandre Kartvelishvili St, Tbilisi 0198

დააჭირეთ რუკაზე გადაადგილების ჩასართავად